პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ყველაზე მასშტაბური“ შეტევა მოსკოვზე - სობიანინი 1600 ჩამოგდებულ დრონზე აცხადებს

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოსკოვის ოლქში დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ეს არის ომის დაწყებიდან რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო აპარატებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საცხოვრებელი კორპუსები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა შორ მანძილზე საპასუხო დარტყმები და აღნიშნა, რომ დაზიანდა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის საკვანძო ობიექტი.

„ყველაზე მასშტაბური“ შეტევა მოსკოვზე - სობიანინი 1600 ჩამოგდებულ დრონზე აცხადებს
რადიო თავისუფლება

მოსკოვის ოლქში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა შეტევას ომის დაწყებიდან რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უწოდა. მისი განცხადებით, შაბათიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 1600-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო, მათგან დაახლოებით 450 „მოსკოვის მისადგომებთან“. რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას მიაღწია.

ქარხნის ტერიტორიიდან გავრცელებულ კადრებში ძლიერი ხანძარი ჩანს. Reuters-ის კორესპონდენტებმა მოსკოვში აფეთქებების ხმაც გაიგონეს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი დააფიქსირეს. ზარალის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

დრონის ჩამოვარდნა და აფეთქება დაფიქსირდა საცხოვრებელ რაიონშიც. ASTRA-ს ცნობით, ინციდენტი ბორისოვსკიე-პრუდის ქუჩაზე, მრავალსართულიან სახლთან მოხდა. მოსკოვში დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოსკოვის ოლქის სოფელ სოფინოში, ASTRA-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, შეტევის შედეგად სასაწყობე კომპლექსიც დაზიანდა. რამენსკოეს რაიონში კი დრონის ჩამოვარდნის შედეგად 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. შენობიდან 400 ადამიანის, მათ შორის 70 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.

შეტევა დაემთხვა რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ბოლო დღეს. სობიანინის მტკიცებით, დრონებით თავდასხმა არჩევნების ჩაშლის მცდელობა იყო, თუმცა „მიზანს ვერ მიაღწია“.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „შორ მანძილზე განხორციელებული საპასუხო დარტყმების“ შედეგად დაზიანდა „რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტი და აგრესორის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა“.

„საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას ამუშავებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მოსკოვის გარდა, ზელენსკიმ დაადასტურა შეტევა ვორონეჟის ოლქში მდებარე ობიექტზეც.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი ომი და მშვიდობა აირჩიოს, ნაცვლად იმისა, რომ სხვა რეგიონების ხარჯზე საჰაერო თავდაცვის მრავალშრიან რგოლებს ქმნიდეს“.

„დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები უკვე მაგიდაზეა, მათ შორის ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით. საჭიროა პოლიტიკური ნება“, - დასძინა ზელენსკიმ.

მან უკრაინელ მებრძოლებს სიზუსტისთვის მადლობა გადაუხადა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიმოსკოვზე დრონებით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა - დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც
  2. რუსთავი 2სამთავრობომოსკოვზე, დრონებით, მასშტაბური შეტევა განხორციელდა - არის მსხვერპლი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები