პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსკოვზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, უმსხვილესი ნავთობბაზა იყო

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გაშვებული, რომლებიც საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. უკრაინული მონიტორინგის არხებისა და მედიის ცნობით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ მოსკოვის ოლქში მდებარე „ტრანსნეფტეპროდუქტის“ უმსხვილესი ნავთობბაზა „ვოლოდარსკაია“ იყო, რომლის ტერიტორიაზეც ხანძარი გაჩნდა.

მოსკოვზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, უმსხვილესი ნავთობბაზა იყო
რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 6 ოქტომბერს დილის ექვსი საათისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 5 ოქტომბრის 20:30 საათიდან 6 ოქტომბრის 05:00 საათამდე „მოსკოვის რეგიონისკენ მიფრინავდა 650 უპილოტო საფრენი აპარატი, მათი დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ საზღვრებთან გაანადგურეს. 105 უპილოტო განადგურებულია მოსკოვთან მიფრენისას”.

სობიანინს არ უთქვამს, რა შედეგები გამოიწვიეს მოუგერიებელმა დრონებმა.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხის Supernova+-ის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში შეტევა იყო სამრეწველო-სადისპეტჩერო სადგურზე „ვოლოდარსკაია“.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ უკრაინული არხის მიერ გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ხანძარია სამრეწველო-სადისპეტჩერო სადგურ „ვოლოდარსკაიას“ ტერიტორიაზე.

ეს ობიექტი კომპანია „ტრანსნეფტეპროდუქტის“ შემადგენლობაშია და მოსკოვის რეგიონში უმსხვილეს ნავთობის ბაზას წარმოადგენს.

„ვოლოდარსკაია“ ინახავს და მილსადენებით ახდენს საავტომობილო ბენზინის და საავიაციო და დიზელის საწვავების ტრანსპორტირებას. ბრუნვა წელიწადში სამი მილიონი ტონაა.

ამ სამრეწველო-სადისპეტჩერო სადგურს ნედლეული მიეწოდება მოსკოვის და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან. მილსადენების ქსელით სადგური პირდაპირ დაკავშირებულია მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდდოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებთან.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს მოსკოვის და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ტაბულაოპოზიციურიუკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა, იწვის რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე - რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი იწვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები