ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღამით ასობით უკრაინულმა დრონმა შეუტია მოსკოვის ოლქს

6 ოქტომბრის ღამით უკრაინამ მოსკოვის ოლქს ასობით დრონით შეუტია. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა, დაზიანდა კერძო სახლები და შეიზღუდა აეროპორტების მუშაობა. პირველადი ინფორმაციით, სამიზნე შესაძლოა ნავთობის ინფრასტრუქტურაც ყოფილიყო.

ღამით ასობით უკრაინულმა დრონმა შეუტია მოსკოვის ოლქს
ღამით ასობით უკრაინულმა დრონმა შეუტია მოსკოვის ოლქსბათუმელები

6 ოქტომბერს, ღამით, უკრაინამ რუსეთში მოსკოვის ოლქს 600-ზე მეტი დრონით შეუტია.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უკრაინის თავდასხმის შედეგად ორი კაცი დაიღუპა, ცხრა დაშავდა და ისტრაში, დომოდედოვოსა და ოლქის სხვა ქალაქებში კერძო სახლები დაზიანდა.

უკრაინის თავდასხმის გამო ღამით მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეიზღუდა. მოგვიანებით „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მათ ოპერაციები დილის 5 საათის შემდეგ განაახლეს.

პირველადი ინფორმაციით, უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში ნავთობის ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს, საუბარია ვოლოდარსკაიას ხაზოვანი წარმოებისა და განაწილების სადგურის შესაძლო დაბომბვაზე. სადგურს ყოველწლიურად 3 მილიონ ტონამდე ნავთობპროდუქტი გადააქვს.

ტელეგრამზე დრონების შეტევის ამსახველი არაერთი კადრი გავრცელდა.

კიევი პერიოდულად ესხმის თავს რუსეთში ნავთობის მრეწველობის ობიექტებს, რათა შეაფერხოს ნავთობის ინდუსტრია რუსეთში და შეამციროს ენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.

_______________

ფოტოზე: აფეთქება დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში. ფოტო: Exilenova+/telegram

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როსტოვის ოლქში დრონების იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები