საფრანგეთში, აქციის დაშლისას, 15 წლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა - მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა
საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქალაქ ლენსში 15 წლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა. პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გაფიცვაა.

საფრანგეთში, მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა. ქალაქ ლენსში, აქციის დაშლისას, 15 წლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა, ასობით ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
პროტესტის დაწყებიდან დღემდე, დაკავებულია 5000-ზე მეტი პირი. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 190 მოსწავლე, უმრავლესობა არასრულწლოვანია. ამ დროისთვის, საფრანგეთში 500-მდე სკოლა და ათეულობით უნივერსიტეტია პიკეტირებული.
შეგახსენებთ, პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, კადრების დეფიციტი და გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო სექტორში საყოველთაო გაფიცვაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.