ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირი რუსეთში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას „ძალიან ყურადღებით“ აკვირდება

ევროკომისია აცხადებს, რომ ძალიან ყურადღებით აკვირდება რუსეთში, ციმბირში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას, რომელიც ირკუტსკის ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებას მოჰყვა.

ევროკავშირი რუსეთში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას „ძალიან ყურადღებით“ აკვირდება
ევროკავშირი რუსეთში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას „ძალიან ყურადღებით“ აკვირდებაიმედინიუსი

ევროკომისია რუსეთში, ციმბირში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას „ძალიან ყურადღებით“ აკვირდება და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საპასუხო ზომების კოორდინაცია უზრუნველყოს.

ვითარება მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც 2 ოქტომბერს ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მან შავი ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა გატეხა, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია“ დასახელდა.

ინციდენტს რეგიონში პრევენციული ზომების მიღება მოჰყვა. 200-მდე ადამიანი, ვისაც ლაბორატორიის თანამშრომელთან კონტაქტი ჰქონდა, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით შავი ჭირის აფეთქება ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა გავრცელებულმა ცნობებმა მსოფლიოში განგაში მაინც გაზარდა.

„ჩვენთვის ცნობილია რუსეთში ლაბორატორიულ ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ, სადაც, სავარაუდოდ, შავი ჭირის გამომწვევი პათოგენია ჩართული“, - განაცხადა ორშაბათს ევროკომისიის პრესსპიკერმა.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია, ამიტომ მუდმივ კონტაქტზე ვართ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ექსპერტებთან. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, - დასძინა პრესსპიკერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის ცნობილია რუსეთში ლაბორატორიულ ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ, სადაც, სავარაუდოდ, შავი ჭირის გამომწვევი პათოგენია ჩართული“
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია, ამიტომ მუდმივ კონტაქტზე ვართ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ექსპერტებთან. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ყაზახეთი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო, საზღვარზე შემოწმებას ამკაცრებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები