ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია - თენგიზ შარმანაშვილი
პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური პარტია ALDE საქართველოს ხელისუფლების წევრების სანქცირებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხის გამო. თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია და მიზნად ისახავს ხელისუფლების დამხობის მცდელობების ხელშეწყობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში NGO-ბის გაუმჭვირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.
უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-სჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ALDE ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყოს ხელი.
"მათ რამდენჯერმე მიმართეს ALDE-ს, მათ შორის ტერორიზმის მუხლთან დაკავშირებით. ჰკითხეს, მოგწონთ ეს, ემხრობით პოლიტიკაში ასეთი რაღაცების გამოყენებას - მათ უპასუხოდ დატოვეს ეს კითხვა.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არავითარი ღირებულებები არ გააჩნიათ, ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. მათ ერთადერთი ღირებულებაა უკანონოდ იმოღვაწონ საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყონ ხელი.
თუ გააჩნიათ [სხვა ღირებულება] ჩვენ ბოდიშს მოვუხდით. უპასუხონ კითხვებს საჯაროდ და მაშინ გავიგეთ. ვიდრე ჩუმად არიან ამ საკითხებზე, ესე იგი ემხრობიან ასეთ მეთოდებს. როდესაც ორგანიზაცია ასეთ მეთოდებს ემხრობა - მე ჭკუას ნუ მასწავლის. საქართველოში არავინ შეუვიწროებიათ. საქართველოში ყელა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას უთხრეს, რომ თუ უნდათ ჩვენთან იმოღვაწონ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მათ რამდენჯერმე მიმართეს ALDE-ს, მათ შორის ტერორიზმის მუხლთან დაკავშირებით. ჰკითხეს, მოგწონთ ეს, ემხრობით პოლიტიკაში ასეთი რაღაცების გამოყენებას - მათ უპასუხოდ დატოვეს ეს კითხვა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არავითარი ღირებულებები არ გააჩნიათ, ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. მათ ერთადერთი ღირებულებაა უკანონოდ იმოღვაწონ საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყონ ხელი. თუ გააჩნიათ [სხვა ღირებულება] ჩვენ ბოდიშს მოვუხდით. უპასუხონ კითხვებს საჯაროდ და მაშინ გავიგეთ. ვიდრე ჩუმად არიან ამ საკითხებზე, ესე იგი ემხრობიან ასეთ მეთოდებს. როდესაც ორგანიზაცია ასეთ მეთოდებს ემხრობა - მე ჭკუას ნუ მასწავლის. საქართველოში არავინ შეუვიწროებიათ. საქართველოში ყელა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას უთხრეს, რომ თუ უნდათ ჩვენთან იმოღვაწონ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.