პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დრონებით შეტევა იყო მოსკოვზე და რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, მოსკოვთან 57 დრონი განადგურდა, შეტევები კი რუსეთის სხვა რეგიონებზეც, მათ შორის როსტოვსა და კრასნოდარშიც დაფიქსირდა.

დრონებით შეტევა იყო მოსკოვზე და რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე
რადიო თავისუფლება

გამთენიისას მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ შუაღამის შემდეგ მოსკოვთან „განადგურებულია“ 57 დრონი და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“. კონკრეტული ადგილები და შედეგები სობიანინს არ დაუსახელებია.

უპილოტი საფრენი აპარატებით შეტევის გამო საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს ქალაქ იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით. ამ რაიონში მდებარეობს იაროსლავლის სამრეწველო ზონა, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაცაა.

რუსეთის სხვა რეგიონები

აფეთქებები იყო როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში. მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ცნობით, შეტევის შედეგად აზოვში იწვის ნავთობის ბაზა. ამ ობიექტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც დაარტყეს.

უკრაინული არხი ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ აზოვში იწვის გაზის გამანაწილებელი სადგურიც.

დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეზეც. საჰაერო განგაშის რეჟიმმა მოიცვა ქალაქები: კრასნოდარი, სოჭი, ანაპა და არმავირი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინას რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალებია

15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საერთო ჯამში გააჩერეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%.

ზელენსკის შეფასებით, ეს არის უკრაინის სამართლიანი პასუხი იმაზე, რომ რუსეთი დეესკალაციაზე უარს ამბობს და უკრაინის ენერგეტიკაზე დარტყმებს აგრძელებს.

რუსეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინის დარტყმებით მიყენებული ზიანის მოცულობის შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები