ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხაშურის მე-4 სკოლა 5 წელია შენობის გარეშეა, ასაშენებლად სამუშაოები ახლა იწყება

მუნიციპალური განვითარების ფონდი

ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის 300 მოსწავლე უკვე 5 წელია შენობის გარეშეა დარჩენილი. ახალი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდი ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი რკინაბეტონის ფილის დემონტაჟს გეგმავს, რომელიც ნოემბერში უნდა შესრულდეს. მოსწავლეები დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

ხაშურის მე-4 სკოლა 5 წელია შენობის გარეშეა, ასაშენებლად სამუშაოები ახლა იწყება
ხაშურის მე-4 სკოლა 5 წელია შენობის გარეშეა, ასაშენებლად სამუშაოები ახლა იწყებანეტგაზეთი

ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის 300 მოსწავლე 5 წელია შენობის გარეშეა. ახალი შენობის ასაშენებელი სამუშაოები კი ჯერ კიდევ განხილვის ქვეშაა და ნოემბრამდე არ დაიწყება.

სამუშაოები სკოლის ეზოში არსებული დაუსრულებელი რკინაბეტონის ფილის დემონტაჟს გულისხმობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განსახილველ განცხადებებში გვხვდება მუნიციპალური განვითარების ფონდის „გადაუდებელი აუცილებლობით“ ნაკარნახევი განცხადება, რომლის მიხედვითაც ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ახლაღა განიხილება სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება, ადგილის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის გათავისუფლების მიზნით.

სამუშაოები 2 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე ვადაში უნდა შესრულდეს. შესყიდვის ღირებულება 109409.6 ლარია.

შეთანხმების განხილვის ბოლო ვადად 7 ოქტომბერია მონიშნული.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სკოლის მშენებლობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, ხოლო არსებული დაუსრულებელი რკინაბეტონის ფილის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია სამშენებლო ტერიტორიის სრულად გათავისუფლება და ახალი სკოლის მშენებლობის დაწყება. მუნიციპალიტეტისა და სასკოლო საზოგადოების ინტერესების, ასევე მოსწავლეებისთვის სათანადო საგანმანათლებლო გარემოს დროულად უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, დემონტაჟის სამუშაოების დაუყოვნებლივ განხორციელება აუცილებელია.

[…] გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სკოლის მშენებლობა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო“, — ნათქვამია განცხადების ტექსტში.

ქართლის ამბების ცნობით, ხაშურის მეოთხე სკოლის ბავშვები 2021 წლიდან მეშვიდე სკოლაში იყვნენ შეხიზნულები, თუმცა მათ იქიდანაც ასახლებენ.

ბავშვები სწავლას ხაშურის I საჯარო სკოლაში გააგრძელებენ, თუმცა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებამდე, დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სკოლის მშენებლობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, ხოლო არსებული დაუსრულებელი რკინაბეტონის ფილის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია სამშენებლო ტერიტორიის სრულად გათავისუფლება და ახალი სკოლის მშენებლობის დაწყება. მუნიციპალიტეტისა და სასკოლო საზოგადოების ინტერესების, ასევე მოსწავლეებისთვის სათანადო საგანმანათლებლო გარემოს დროულად უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, დემონტაჟის სამუშაოების დაუყოვნებლივ განხორციელება აუცილებელია. […] გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სკოლის მშენებლობა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები