ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხაშურში კიდევ ორი სკოლა დაიხურა – 1 500-მდე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე ან სხვა სკოლებში გადაიყვანეს

ქართული ოცნებალელოგანათლების სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტრო

ხაშურში კიდევ ორი სკოლის დახურვის გამო 1 500-მდე მოსწავლე ალტერნატიულ რეჟიმზე გადაიყვანეს, რის ფონზეც ოპოზიცია ხელისუფლებას განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსების 450 მილიონ ლარამდე შემცირებასა და მშენებლობების ჩავარდნაში ადანაშაულებს.

ხაშურში კიდევ ორი სკოლა დაიხურა – 1 500-მდე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე ან სხვა სკოლებში გადაიყვანეს
ხაშურში კიდევ ორი სკოლა დაიხურა – 1 500-მდე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე ან სხვა სკოლებში გადაიყვანესალია

რეგიონებში სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემები მწვავდება. ხაშურში დახურულ სკოლებს კიდევ ორი დაემატა, რის გამოც 1 500-მდე მოსწავლეს სასწავლო პროცესის გაგრძელება დისტანციურად ან სხვა სკოლებში უწევს.

ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაფინანსებას 450 მილიონ ლარამდე ამცირებს. პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ თანხით ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

საქართველოში გრძელდება განათლების სისტემის მიზანმიმართული დასახიჩრება. ეს არის ხაშურის N 4 საჯარო სკოლა, უფრო სწორედ, აქ უნდა იყოს ხაშურის N 4 საჯარო სკოლა, მაგრამ ვხედავთ, რომ არის მხოლოდ საძირკველი უკვე 5 წლის განმავლობაში. ამ საძირკველში უკვე დაიხარჯა მილიონ 900 ათასი. ახლა გადაწყვიტეს, რომ საძირკველის დემონტაჟი უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ თითქოს არ პასუხობს ახალი სკოლის მოთხოვნებს. სკოლებს ანგრევენ და ვეღარ აშენებენ. უფრო მეტიც, განათლების სამინისტრომ და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტეს, რომ სკოლები არ არის პრიორიტეტი. მოგიწოდებთ, გონივრულად იმოქმედეთ, დაუბრუნეთ ბავშვებს სკოლები, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხაშურის მე-4 სკოლა 5 წელია შენობის გარეშეა, ასაშენებლად სამუშაოები ახლა იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები