ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყო

მმართველ გუნდში აფასებენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მიერ დანაშაულის აღიარებას. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია აგრძელებს იმ ადამიანების ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა მათი შეთავაზებული გზის საზიანო ხასიათი.

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყო
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყორუსთავი 2

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარებას და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს მმართველ გუნდში აფასებენ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება, ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოების უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩათრევა იყო.

"მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯერ ხალხი გაერეკათ ანტიკონსტიტუციურ და უკანონო ქმედებებისაკენ, მერე, როცა დადგა მათი პასუხისმგებლობის საკითხი, გაეგრძელებინათ მუდმივი სპეკულაცია მათ მიერვე ამ მდგომარეობაში ჩაგდებული ხალხით. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დღეს ეს ადამიანები კვლავ ყველას ბულინგით იქნებიან დაკავებულები, ვინც გაათვითცნობიერა, რომ ის გზა, რომელი გზაც მათ აარჩევინეს აი ამ ადამიანებმა, იყო აბსოლუტურად არასწორი და ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯერ ხალხი გაერეკათ ანტიკონსტიტუციურ და უკანონო ქმედებებისაკენ, მერე, როცა დადგა მათი პასუხისმგებლობის საკითხი, გაეგრძელებინათ მუდმივი სპეკულაცია მათ მიერვე ამ მდგომარეობაში ჩაგდებული ხალხით. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დღეს ეს ადამიანები კვლავ ყველას ბულინგით იქნებიან დაკავებულები, ვინც გაათვითცნობიერა, რომ ის გზა, რომელი გზაც მათ აარჩევინეს აი ამ ადამიანებმა, იყო აბსოლუტურად არასწორი და ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი – კარგია, როდესაც ადამიანები ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, სახელმწიფო მათ მიმართ ლოიალური იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები