დავით ჩიხელიძე: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება პატიმრების მიერ ბადრაგისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ინციდენტს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია პატიმრების ხელკეტებით ცემის შესახებ რეალობას არ შეესაბამება და ციხის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდაფუძნებულ რეაგირებას და არა ძალის გადამეტებას.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე პატიმრების მიერ ბადრაგის თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს ხელკეტებით სცემეს, რეალობას არ შეესაბამება და მომხდარი ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტებად არ უნდა შეფასდეს.
მისივე შეფასებით, მსგავსი „იაფფასიანი წარმოდგენებით“ პატიმრების ნაწილი საკუთარ რეპუტაციას აზიანებს და, ამავდროულად, აჩვენებს, რომ სახელმწიფო გამოწვევებს კანონის ფარგლებში პასუხობს.
"მითი: პატიმრებს ხელკეტებით სცემეს.
რეალობა: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება.
განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ბადრაგის თანამშრომლებს პატიმრები. მიჰყავთ ადამიანურად, მშვიდად, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს წაიყვანდნენ. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს წარსული და ვიცით, 2012 წლამდე პატიმრის მსგავსი გამოხტომა როგორ დასრულდებოდა. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარი ფეხით, არათუ იმ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარ გაევლოთ.
პ.ს. ეს იდიოტები იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი იაფფასიანი წარმოდგენებით ისევ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. პირიქით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და პატიმართა ნაწილის უღირსი საქციელის მიუხედავად, გამოწვევებს ღირსეულად და კანონის ფარგლებში პასუხობს", - წერს ჩიხელიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მითი: პატიმრებს ხელკეტებით სცემეს. რეალობა: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება. განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ბადრაგის თანამშრომლებს პატიმრები. მიჰყავთ ადამიანურად, მშვიდად, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს წაიყვანდნენ. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს წარსული და ვიცით, 2012 წლამდე პატიმრის მსგავსი გამოხტომა როგორ დასრულდებოდა. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარი ფეხით, არათუ იმ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარ გაევლოთ. პ.ს. ეს იდიოტები იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი იაფფასიანი წარმოდგენებით ისევ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. პირიქით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და პატიმართა ნაწილის უღირსი საქციელის მიუხედავად, გამოწვევებს ღირსეულად და კანონის ფარგლებში პასუხობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…