,,ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ და ბოლოს იფიქრა…” – ნინო წილოსანი
ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით მიმდინარეობს.

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე:
,,ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელის, სერბეთის, ლუქსემბურგის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის საფრანგეთის და აშშ-ის წარმატებული ვიზიტები
და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა
ზურა, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან
თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ
საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ნინო წილოსანი ჯაფარიძეს: ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის "საფეტიშებელი" ქვეყნებიც ესწრებიან... უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა გადაფაროთ
- ინტერპრესნიუსინინო წილოსანი - ბევრი ითმინა ზურაბ ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა
- POSTVნინო წილოსანი - ზურა გირჩი ჯაფარიძეს: „ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება,
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…