ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი ჯაფარიძეს: ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის "საფეტიშებელი" ქვეყნებიც ესწრებიან... უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა გადაფაროთ

საკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკას შალვა პაპუაშვილის ტანზანიაში ვიზიტთან დაკავშირებით. წილოსანის განცხადებით, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა იმართება და საქართველოს იზოლაცია მითია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე.

ნინო წილოსანი ჯაფარიძეს: ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის "საფეტიშებელი" ქვეყნებიც ესწრებიან... უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა გადაფაროთ
ნინო წილოსანი ჯაფარიძეს: ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის "საფეტიშებელი" ქვეყნებიც ესწრებიან... უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა გადაფაროთრუსთავი 2

ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

წილოსანი შალვა პაპუაშვილის ტანზანიაში ვიზიტზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი უბადრუკი მდგომარეობის გადასაფარად უმცირეს შანსსაც კი ებღაუჭება.

მისი თქმით, საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი.

"ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელის, სერბეთის, ლუქსემბურგის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის საფრანგეთის და აშშ-ის წარმატებული ვიზიტები...

და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა.

ზურა, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის "საფეტიშებელი" ქვეყნებიც ესწრებიან.

თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ

საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი", - წერს ნინო წილოსანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელის, სერბეთის, ლუქსემბურგის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის საფრანგეთის და აშშ-ის წარმატებული ვიზიტები... და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა. ზურა, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის "საფეტიშებელი" ქვეყნებიც ესწრებიან. თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი“
ნინო წილოსანი
„ქვეყნებიც ესწრებიან. თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები