ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი - ზურა გირჩი ჯაფარიძეს: „ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება,

საკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში უპასუხა ზურა გირჩი ჯაფარიძეს და აღნიშნა, რომ ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, ხოლო საქართველოს იზოლაციის მითი აბსურდულია.

ნინო წილოსანი - ზურა გირჩი ჯაფარიძეს: „ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება,
ნინო წილოსანი - ზურა გირჩი ჯაფარიძეს: „ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება,POSTV

“ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელის, სერბეთის, ლუქსემბურგის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის საფრანგეთისა და აშშ-ის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა“, – წერს არლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

„ზურა, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან.

თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ.

საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი”, – წერს ნინო წილოსანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ტანზანიაში და საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ გამოყენებული საერთაშორისო ტრიბუნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები