პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ უწყების უფროსის ახალ მოადგილედ დავით არდაზიშვილი წარუდგინა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
რუსთავი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე, დავით არდაზიშვილი, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"დავით არდაზიშვილს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. ახალი თანამდებობის დაკავებამდე დავით არდაზიშვილი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მერაბ გამყრელიძემ დავით არდაზიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ დავით არდაზიშვილის პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვები მნიშვნელოვანი რესურსია სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.

მერაბ გამყრელიძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა და სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დავით არდაზიშვილს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. ახალი თანამდებობის დაკავებამდე დავით არდაზიშვილი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მერაბ გამყრელიძემ დავით არდაზიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ დავით არდაზიშვილის პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვები მნიშვნელოვანი რესურსია სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის. მერაბ გამყრელიძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა და სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა. შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საგამოძიებო სამსახურის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები