საგამოძიებო სამსახურის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონულ დანაყოფებს შეხვდა, სადაც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა განიხილეს და თანამშრომლებს ახალი დავალებები მიეცათ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილე დავით არდაზიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრებზე განიხილეს რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ გატარებული ღონისძიებები, გამოვლენილი სამართალდარღვევები და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები.
მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში მათი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობას.
სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი და მისი მოადგილე დავით სადაღაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…