ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის დანაყოფებს შეხვდა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება.

მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა
მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდარუსთავი 2

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესთან, დავით არდაზაშვილთან ერთად, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამსახურის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვისა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. მერაბ გამყრელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტსა და დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას.

"რეგიონულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრების მიზანია არსებული მდგომარეობის შეფასება, თანამშრომელთა წინაშე არსებული საკითხების განხილვა და საქმიანობის გაუმჯობესების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყოს დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანი შესრულება, პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დაცვა და სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების შედეგზე ორიენტირებულად განხორციელება", - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი მოადგილესთან, დავით სადაღაშვილთან ერთად ესწრებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები