ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

თიბისი ბანკი

თიბისიმ მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ახალი შეთავაზება წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც თბილისში თვეში 20 ლარად ერთი წლის განმავლობაში ულიმიტო მგზავრობაა შესაძლებელი, ხოლო სხვა ქალაქებში 50%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისასნეტგაზეთი

თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა.

ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.

თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას – გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

შეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.