ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას (რ)

თიბისი ბანკი

თიბისიმ მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ახალი შეთავაზებები წარუდგინა. ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ბორჯომსა და ზუგდიდში მოქმედებს 50%-იანი ქეშბექი, ხოლო თბილისში მომხმარებლებს შეუძლიათ თვეში 20 ლარად ერთი წლის განმავლობაში ულიმიტოდ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას (რ)
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას (რ)ტაბულა

თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა.

ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.

თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

შეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.