ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დამალული გამოკითხვის შედეგები - ოპოზიციის პოლიტიკური გაკოტრების ქრონიკა IRI-ს კვლევამ ასახა

ლელო

სტატიაში განხილულია IRI-ის გავრცელებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს, ხოლო ოპოზიციური პარტიების ჯამური მაჩვენებელი მცირეა. კვლევამ და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულმა აქციამ პოლიტიკური სპექტრის ნაწილის შეფასებები გამოიწვია.

დამალული გამოკითხვის შედეგები - ოპოზიციის პოლიტიკური გაკოტრების ქრონიკა IRI-ს კვლევამ ასახა
დამალული გამოკითხვის შედეგები - ოპოზიციის პოლიტიკური გაკოტრების ქრონიკა IRI-ს კვლევამ ასახარუსთავი 2

საიდუმლო გამჟღავნებულია - ოპოზიციის პოლიტიკური გაკოტრების ქრონიკა IRI-ს კვლევამ ასახა. შეუკვეთეს და პოლიტიკური ნოკაუტი მიიღეს. ოპოზიციურ 8 პარტიას ერთად მხოლოდ 16% -იანი რეიტინგი აქვს, "ქართულ ოცნებას" კი 36. IRI-ის იმ კვლევის მიხედვით, რომელიც არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ვერცერთი ოპოზიციური პარტია 2%-ს ვერ ცდება.

ოპოზიციური მრავალფეროვნება, კოალიციები, ალიანსები - ოპოზიციის ყველა მცდელობა 16 %-ში ჩაეტია. დამალული კვლევის გასაჯაროებამ მიხეილ სააკაშვილის პარტია ისე დააბნია, მარტივ კითხვაზე - იცოდნენ თუ არა კვლევის შესახებ, მსგავსი პასუხებიც ვერ გასცეს. მათმა ლიდერმა კი ციხიდან განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა თავადაა, რაც IRI-ის კვლევამაც დაადასტურა.

პარტია "ლელო", რომელსაც კვლევის მიხედვით მხარდამჭერი თითქმის არ ჰყავს, რადგან შედეგების ჩამონათვალში საერთოდ არაა, მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს და პასუხისმგებლობას იხსნის.

ოპოზიციას რომ კომენტარის გაკეთება არ სურს, არ უკვირს სახელისუფლებო პარტიას, რომლის მხარდაჭერაც ოპოზიციის ჯამურ 16 პროცენტს რამდენჯერმე აღემატება. ალოკაციის გარეშე 36 % - "ქართული ოცნების" რეიტინგს მმართველი გუნდი ისტორიულ მაქსიმუმს უწოდებს. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის აქამდე ჩატარებულ არც ერთ კვლევაში "ქართულ ოცნებას" მსგავსი მაჩვენებელი არ ჰქონია.

პასუხისმგებლობას კვლევაზე, რომელმაც ოპოზიციის სრული დელეგიტიმაცია აჩვენა, პასუხისმგებლობას ყველა იხსნის. მეტიც, პარტიები, რომლებიც არაოფიციალურად გავრცელებული ამ მონაცემების მიხედვით 1 და 2 პროცენტიანები არიან, ამტკიცებენ, რომ კვლევა ძველია.

სანამ სხვა პარტიები კითხვებზე პასუხს გაურბიან, ოპოზიციის კრიტიკულად დაბალ მაჩვენებელზე, საჯაროდ, ყოფილი "გირჩის" და ამჟამინდელი "თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი საუბრობს. ამის გამო მას ღიად დაუპირისპირდა "ფედერალისტების" ლიდერი, რომლის რეიტინგიც, "ლელოს" მსგავსად 1 პროცენტიც არ არის.

სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ურეიტინგოების მხილების ფონზე, ოპოზიციის დაბნეულობა არ უკვირს პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ სწორედ რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის გამო დამალა ოპოზიციამ საკუთარივე დაკვეთით ჩატარებული კვლევა.

ის, რაც IRI-ს კვლევამ გაზომა, რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა აქციამ თვალსაჩინო გახადა - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ 60 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრის შევსება მოახერხა. 5 წელი მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნიდან - რამდენიმეკვირიანი დაანონსებისა და მზადების შემდეგ ჩატარებული ეს აქცია უკვე შეფასდა, როგორც კიდევ ერთი კვლევა და ობიექტური მარკერი, თუ რა პოლიტიკური წონა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას".

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.