ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

IRI-ის კვლევები პოლიტიკური შეფასებების თემაა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტები მონაცემების უარყოფით რეალობას ვერ გაექცევიან

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

სტატიაში საუბარია IRI-ის კვლევის შედეგებზე და პოლიტიკური პარტიების რეაქციებზე. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპონენტები მონაცემებს მალავენ, ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთისგან განსხვავებულ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ კვლევის შინაარსისა და ვადების შესახებ.

IRI-ის კვლევები პოლიტიკური შეფასებების თემაა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტები მონაცემების უარყოფით რეალობას ვერ გაექცევიან
IRI-ის კვლევები პოლიტიკური შეფასებების თემაა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტები მონაცემების უარყოფით რეალობას ვერ გაექცევიანრუსთავი 2

როდესაც არ გინდა მოიტყუო, არც უნდა დაადასტურო და არც უარყო - ასე მოიქცა თინა ბოკუჩავაც, როდესაც ჰკითხეს, ინფორმირებული იყო თუ არა IRI-ის კვლევის შესახებ. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ორაზროვანმა პასუხმა "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად დააბნია, რომ დღესაც ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა კვლევის არსებობას ვეღარ უარყოფდნენ. ირაკლი ფავლენიშვილი ისევ იმეორებდა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა, ეს მაშინ, როდესაც მისივე თანაგუნდელი, ლაშა ფარულავა ჯერ კიდევ გუშინ, გამოკითხვის ჩატარების კონკრეტულ პერიოდსაც ასახელებდა.

წამოსცდა თუ ვეღარ დამალა? - ფავლენიშვილი ამბობს, რომ ფარულავამ მედიას უთხრა ის, რაც მედიიდანვე იცოდა. თუმცა იცოდა თუ არა არაოფიციალურად გავრცელებამდე კვლევის შინაარსი ბოკუჩავამ? - ამაზე პასუხი უკვე აღარ აქვს.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, გახარიას პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც 2 პროცენტი დაუთვალეს, ეჭვქვეშ თავად კვლევის ავთენტურობას აყენებს. თუმცა სააკაშვილის პარტიის მსგავსად, განცხადებებში ერთმანეთს ექსპრემიერის პარტიის წევრებიც ასცდნენ. შალვა კერესელიძე გუშინ ირწმუნებოდა, რომ გამოკითხვა ძველია, რასაც დღეს გიორგი შარაშიძე ვეღარ ამტკიცებს.

უმრავლესობაში არ უკვირთ, რომ მმართველი პარტიის მაღალი რეიტინგის ფონზე, ოპოზიცია საკუთარი ურეიტინგობის მხილებას, ყალბს უწოდებს. ქართულ ოცნებას IRI-ის კვლევებში უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს - 36%. ეს მაშინ, როდესაც ოპოზიციას, 8 პარტიას ერთობლივად მხოლოდ 16 % დაუთვალეს, ინდივიდუალურად 1 ან 2. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩამონათვალშიც ვერ მოხვდნენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სწორედ რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის გამო დამალა ოპოზიციამ საკუთარი დაკვეთითვე ჩატარებული კვლევა.

ოპოზიციიდან კვლევას მოსალოდნელს უწოდებს მხოლოდ ხალხის პარტია. სანდრო რაქვიაშვილი პარტიების ურეიტინგობის გასაგებ მიზეზებზე ღიად საუბრობს, თუმცა არ ამხელს, რომელი ოპოზიციური პარტიიდან მიაწოდეს მონაცემები, რომელიც მოგვიანებით სოცქსელშიც გავრცელდა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები მონაცემების დამალვით რეალობას ვერ გაექცევიან. უმრავლესობაში დღეს გაიხსენეს ისიც, რომ ოპოზიციას ასეთი მცდელობა წარსულშიც ჰქონია.

დამკვეთების მსგავსად ამ დრომდე დუმს კვლევის შემსრულებელიც. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს კურიერმა წერილობით ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიმართა კითხვებით - რომელმა პარტიებმა დაუკვეთეს კვლევა და როდის გამოქვეყნდება ოფიციალურად სრული დოკუმენტი?

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.