ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ლუის ინასიო ლულა და სილვას მთავარი კონკურენტი ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუა
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას გარდა კიდევ 11 კანდიდატი მონაწილეობს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მთავარი კონკურენტი ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუა. ორივე ლიდერის რეიტინგი 40%-იან ნიშნულთან მერყეობს.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ლუის ინასიო ლულა და სილვას მთავარი კონკურენტი ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუა
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას გარდა 11 კანდიდატი მონაწილეობს,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი მემარჯვენე ფლანგის წარმომადგენელი, ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს შვილი ფლავიო ბოლსონარუა.
BBC-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს, მხოლოდ ორმა მათგანმა - ლუის ინასიო ლულა და სილვამ და ფლავიო ბოლსონარუმ - შეძლეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ორნიშნა მაჩვენებლისთვის მიეღწიათ.
BBC Brasil-ის მონაცემებით, ორივე კანდიდატის რეიტინგი 40%-იან ნიშნულთან მერყეობს, თუმცა ლულა ბოლსონარუს მცირედით უსწრებს. დანარჩენი კანდიდატების მხარდაჭერის მაჩვენებელი კი 4%-ს ან მასზე ნაკლებს შეადგენს.
თუ არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ს, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი 25 ოქტომბერს მეორე ტურში დაუპირისპირდება ერთმანეთს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.