ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფლავიო ბოლსონარომ გაიმარჯვა - მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატმა ფლავიო ბოლსონარომ გაიმარჯვა, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი ლულა და სილვა დაამარცხა. რადგან ბოლსონარომ ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა, მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება მემარჯვენე ფლავიო ბოლსონარომ მოიპოვა და მოქმედი მემცხენე პრეზიდენტი ლულა და სილვა დაამარცხა, თუმცა, მან ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოაგროვა, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის იყო საჭირო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ორ კანდიდატს შორის არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.
საარჩევნო კამპანიის პერიოდში პრეზიდენტი ლულა მცირე უპირატესობას ინარჩუნებდა. ხმების 98.81%-ის დათვლის შემდეგ, ბოლსონაროს მაჩვენებელი 47.24%-ს შეადგენდა, ლულასი კი - 44.91%-ს.
სენატორი ფლავიო ბოლსონარო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს შვილია. ის ამჟამად 27-წლიან სასჯელს იხდის 2022 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში საპრეზედენტო არჩევნების პირველი ტური კვირას გაიმართა. ერმანეთს 12 კანდიდატი დაუპირისპირდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…