ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მემარცხენე ლულა ბრაზილიის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს

ქართული ოცნება

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა მემარცხენე პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმათა 52%-ით გაიმარჯვა. მისმა მემარჯვენე კონკურენტმა ფლავიო ბოლსონარუმ შედეგს „აუხსნელი“ უწოდა და არჩევნების გაუქმება მოითხოვა.

მემარცხენე ლულა ბრაზილიის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს
მემარცხენე ლულა ბრაზილიის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიესნეტგაზეთი

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მემარცხენე კანდიდატმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმათა 52% მიიღო.

არჩევნების მეორე ტურში მან დაამარცხა მემარჯვენე კონკურენტი, შინაპატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუ.

ბოლსონარუ, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, შედეგს „აუხსნელს“ უწოდებს და მის გაუქმებას ითხოვს.

„ბევრი რამ არის გასარკვევი, სანამ ბრაზილია უბრალოდ შეეგუება ამ არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომელიც ამ არჩევნებში მოხდა“, — თქვა ბოლსონარუმ, მიუთითა რა, რომ ხმის მიცემის ორი საათით გახანგრძლივებამ „თამაშის შუაგულში წესები შეცვალა“.

საარჩევნო უბნების ღიად დატოვება ორივე კანდიდატმა მოითხოვა ტრანსპორტის შეფერხებებისა და ცუდი ამინდის გამო შეფერხებების მიზეზით.

ეს პირველი შემთხვევაა ბრაზილიაში, როდესაც პირველ ტურში დამარცხებულმა კანდიდატმა საბოლოოდ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2003-2011 წლებში და 2023 წლიდან.

ფლავიო ბოლსონარუ მამამისის ნაცვლად იყრიდა კენჭს, რომელიც 2022 წელს ბოლო არჩევნებში წაგების შემდეგ ლულას წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობაში დამნაშავედ ცნეს და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაკეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის სასჯელს სახლში იხდის. ბოლსონარუებს მხარს უჭერდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ბრაზილიის არჩევნების შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო წელიწად-ნახევრის ტენდენციას რეგიონში, სადაც ძალაუფლებაში მემარჯვენე ლიდერები მოდიან. მემარჯვენე კანდიდატებმა მოიგეს ბოლო შვიდი საპრეზიდენტო არჩევნები კოლუმბიაში, ჩილეში, ჰონდურასში, ბოლივიაში, პერუში, ეკვადორსა და კოსტა რიკაში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბევრი რამ არის გასარკვევი, სანამ ბრაზილია უბრალოდ შეეგუება ამ არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომელიც ამ არჩევნებში მოხდა“
„თამაშის შუაგულში წესები შეცვალა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრაზილიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები