ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა ლულა და სილვამ გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურში

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ლულა და სილვამ ხმების 51,79%-ით გაიმარჯვა და სენატორი ფლავიუ ბოლსონარუ დაამარცხა. ქვეყნის უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ ლულა და სილვა არჩეულ პრეზიდენტად ოფიციალურად გამოაცხადა.

ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა ლულა და სილვამ გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურში
ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა ლულა და სილვამ გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურშირადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 25 ოქტომბერს ჩატარდა ლულა და სილვამ ხმების 51,79% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, 45 წლის მემარჯვენე სენატორმა, „ლიბერალური პარტიის" კანდიდატმა ფლავიუ ბოლსონარუმ - 48,21%.

ბრაზილიის უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ ლულა და სილვა არჩეულად გამოაცხადა.

ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი პირველად 2002 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მან გაიმარჯვა 2006 წლის არჩევნებშიც.

წინა, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბოლსონარუ.

ბოლსონარუს, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს" უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია, თუმცა განაცხადა, რომ კონსტიტუციას პატივს სცემს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და დროებით აშშ-ში, ფლორიდაში გაემგზავრა.

2023 წლის 8 იანვარს ბოლსონარუს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პოლიციამ შენობები სპეციალური საშუალებების გამოყენებით გაათავისუფლა და ასეულობით პირი დააკავა.

2023 წლის იანვრის მოვლენების გამოძიების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჟაირ ბოლსონარუს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო გადატრიალებისა და მოქმედი პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში. 2025 წლის სექტემბერში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუ დამნაშავედ ცნო და 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ფლავიუ ბოლსონარუ, რომელიც 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვას მეტოქე იყო, ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობობრაზილიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება
  3. რუსთავი 2სამთავრობობრაზილიაში მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყნის სათავეში მეოთხე ვადით მოსვლა შეძლო
  4. ფორმულაოპოზიციურილულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები