ანა წითლიძე – 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე, რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას
ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს დღე იყო ბრძოლის, წინააღმდეგობისა და ხალხის ერთობის დღე. იგი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“, თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, ამ გზას იმდენჯერ გაივლის, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
„რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას — არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს.
„როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება“.
გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“, – წერს ანა წითლიძე.
ციტატები სტატიიდან
„როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება“
„რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას — არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს. „როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება“. გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…