პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„გრანტების სააგენტო“ 1 იანვრიდან უქმდება - დადგენილება

ქართული ოცნებასაქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის დადგენილებით, „გრანტების სააგენტო“ 1 იანვრიდან უქმდება და შეიქმნა ხუთწევრიანი სალიკვიდაციო კომისია.

„გრანტების სააგენტო“ 1 იანვრიდან უქმდება - დადგენილება
რადიო თავისუფლება

ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 ნოემბერს მოაწერა ხელი.

დადგენილებით შეიქმნა ხუთწევრიანი სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია უხელმძღვანელებს.

კომისიამ 1 იანვრამდე უნდა აღრიცხოს სააგენტოს ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს, რომელ უწყებებს გადაეცემა სააგენტოს ქონება, ვალდებულებები და დოკუმენტაცია.

კომისიამ ის უწყებაც უნდა შეარჩიოს, რომელიც სააგენტოს დახურვის შემდეგ შეამოწმებს, როგორ ასრულებენ გრანტის მიმღებები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თავად სააგენტომ კი წლის ბოლომდე უნდა გააუქმოს სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი.

სააგენტოს დახურვის შესახებ ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს განაცხადა. მაშინ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უწყება „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურებოდა. გადაწყვეტილების მიზეზზე საუბრისას კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს „ხელოვნური ფენომენი“ უწოდა და თქვა, რომ მათი დაფინანსება არასწორად მიაჩნდა.

კანონი, რომლის საფუძველზეც სააგენტო შეიქმნა, პარლამენტმა 2025 წლის 20 თებერვალს მესამე მოსმენით მიიღო. იმავე წლის 15 აპრილს კობახიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას სააგენტოს შექმნის შესახებ.

იმავე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი. ცვლილებების თანახმად, უცხოელი დონორისგან გრანტის მისაღებად ორგანიზაციებს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა დასჭირდათ. თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით განისაზღვრა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება - რა ევალება სალიკვიდაციო კომისიასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები