პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე858 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: "თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?"858 ჩანაწერი · 13 მედია

ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს - კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება

ნაციონალური მოძრაობა

ანა წითლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ „რუსული რეჟიმი“ აუქმებს და კედელთან რომ მიაყენონ და დახვრიტონ, ბრძოლა მაინც არ შეჩერდება. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს - კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება
ინტერპრესნიუსი

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანა წითლიძის თქმით, „ეს ჩვენი ბრძოლისა და პრინციპების ერთგულების ნიშანია“.

„მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან - ჩვენთვის არაფერი იცვლება.

კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება!

ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მითუმეტეს ვერც ნაციონალურ მოძრაობას!

მხოლოდ კი არ გადავრჩებით - საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც“, - წერს წითლიძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიპარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში - ანა წითლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უშუალოდ ჩავერთვებით თუ არა ამ პროცესში, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ - ანა წითლიძე პარტიების აკრძალვის პროცესზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები