ჩაუვარდათ რევოლუციური სცენარი, ეს დაადასტურა ერთი წლის წინ 4-მა ოქტომბერმა. სად არიან ახლა, ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე - გურამ მაჭარაშვილი
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე დადასტურდა, რომ რევოლუციური და ძალადობრივი სცენარები საქართველოში ჩავარდა და ოპოზიციამ აქციებზე ხალხის მობილიზება ვერ შეძლო.

გარედან მართული სცენარი და 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების ჩავარდნილი გეგმა - ძალადობრივი მოვლენებიდან 1 წლის თავზე სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში ჩართული თითოეული ადამიანისთვის 4 ოქტომბერი გახდა მთავარი გაკვეთილი, რომ საქართველოს ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, არჩევნებით და არა შტურმით.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, 4 ოქტომბერს დადასტურდა, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადაწყდა საქართველოში, როდესაც "ნაცმოძრაობის" ბევრმა წევრმა თუ ლიდერმა აღიარა, რომ მათ ჩაუვარდათ ეს რევოლუციური სცენარი.
"4 ოქტომბერს, ერთი წლის წინ, დადასტურდა მორიგ ჯერზე, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადაწყდა საქართველოში, როდესაც უკვე აღიარა, მათ შორის, პრაქტიკულად აქაურმა "ნაცმოძრაობის" ბევრმა წევრმა თუ ლიდერმა, რომ მათ ჩაუვარდათ ეს რევოლუციური სცენარი. აი ეს დაადასტურა ერთი წლის წინ 4-მა ოქტომბერმა. სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე ან, როგორც აანონსებდნენ, ბევრი აქცია და ასე შემდგომ. ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„4 ოქტომბერს, ერთი წლის წინ, დადასტურდა მორიგ ჯერზე, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადაწყდა საქართველოში, როდესაც უკვე აღიარა, მათ შორის, პრაქტიკულად აქაურმა "ნაცმოძრაობის" ბევრმა წევრმა თუ ლიდერმა, რომ მათ ჩაუვარდათ ეს რევოლუციური სცენარი. აი ეს დაადასტურა ერთი წლის წინ 4-მა ოქტომბერმა. სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე ან, როგორც აანონსებდნენ, ბევრი აქცია და ასე შემდგომ. ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე“
„ბევრმა წევრმა თუ ლიდერმა, რომ მათ ჩაუვარდათ ეს რევოლუციური სცენარი. აი ეს დაადასტურა ერთი წლის წინ 4-მა ოქტომბერმა. სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე ან, როგორც აანონსებდნენ, ბევრი აქცია და ასე შემდგომ. ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.