ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა - ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

ქართული ოცნება

მმართველი პარტიის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზეც ევრობიუროკრატების მხრიდან ძალადობისა და რევოლუციური მცდელობების გმობა არ მომხდარა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბედს არჩევნები წყვეტს და არა შტურმი.

გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა - ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა - ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზერუსთავი 2

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, ერთი წლის შემდეგაც, ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი რეაგირება და გამოხმაურება არ ყოფილა.

"ეს იყო მორიგი რევოლუციური მცდელობა, რომელიც ანონსდებოდა რამდენიმე თვით ადრე და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირმა სოლიდარობა აღუთქვა და ირიბად წაახალისა ქართველი მოძალადეები იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ საქართველოში. გავიდა უკვე ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ მინიმუმ ის თქვან, რომ არ შეიძლება ძალადობა და არ შეიძლება რევოლუციის მოწყობა. იმაზე არც არის საუბარი კიდევ, რომ ბოდიში მოიხადონ იმაზე, რომ თვითონ წაახალისეს ეს ყველაფერი, ხომ? - შესაბამისად, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რომ ეს ძალები არიან დაკავშირებული მთლიანად ექსტრემიზმთან და რადიკალიზმთან და მათ უნდა გამოიტანონ მინიმუმ ის დასკვნა (რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი), რომ ასე პოლიტიკური დღის წესრიგის გაგრძელება არ შეიძლება," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

2025 წლის 4 ოქტომბრიდან ერთი წელი გავიდა. ძალადობრივ მოვლენებს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ იხსენებს და აცხადებს, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ. ამ თემაზე გუშინ ვრცელი წერილი და ვიდეომასალა გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებით და არა შტურმით, რაც ოთხმა ოქტომბერმა დაადასტურა".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს იყო მორიგი რევოლუციური მცდელობა, რომელიც ანონსდებოდა რამდენიმე თვით ადრე და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირმა სოლიდარობა აღუთქვა და ირიბად წაახალისა ქართველი მოძალადეები იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ საქართველოში. გავიდა უკვე ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ მინიმუმ ის თქვან, რომ არ შეიძლება ძალადობა და არ შეიძლება რევოლუციის მოწყობა. იმაზე არც არის საუბარი კიდევ, რომ ბოდიში მოიხადონ იმაზე, რომ თვითონ წაახალისეს ეს ყველაფერი, ხომ? - შესაბამისად, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რომ ეს ძალები არიან დაკავშირებული მთლიანად ექსტრემიზმთან და რადიკალიზმთან და მათ უნდა გამოიტანონ მინიმუმ ის დასკვნა (რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი), რომ ასე პოლიტიკური დღის წესრიგის გაგრძელება არ შეიძლება,“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები