ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ჩვენი თბილისი არის მეგობრობის, სიყვარულის, სიცოცხლის ქალაქი და სწორედ ამ სიხარულის მოზიარენი ვართ თითოეული ჩვენგანი - ირაკლი ზარქუა

თბილისში „თბილისობა 2026“ მასშტაბურად აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართება. ორბელიანის მოედანზე მოქალაქეებს დღესასწაული დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ მიულოცეს.

ჩვენი თბილისი არის მეგობრობის, სიყვარულის, სიცოცხლის ქალაქი და სწორედ ამ სიხარულის მოზიარენი ვართ თითოეული ჩვენგანი - ირაკლი ზარქუა
ჩვენი თბილისი არის მეგობრობის, სიყვარულის, სიცოცხლის ქალაქი და სწორედ ამ სიხარულის მოზიარენი ვართ თითოეული ჩვენგანი - ირაკლი ზარქუარუსთავი 2

დედაქალაქში შემოდგომის მთავარი დღესასწაული გრძელდება. "თბილისობა 2026" მასშტაბურად აღინიშნება.

პროგრამა მრავალფეროვანია - გასართობი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები ერთმანეთის პარალელურად დედაქალაქის ხუთ წერტილში იმართება. საბავშვო სივრცე, გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, სპორტული აქტივობა, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკალური საღამო, ეს აქტივობების მხოლოდ ერთი ნაწილია.

ორბელიანის მოედანზე დღეს დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. კახა კალაძემ მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

დედაქალაქის მერის გარდა მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

"ყველა ცდილობს, რომ ბავშვებს, თავის მეგობრებს გაუზიაროს ამ ქალაქის ხიბლი, ამ ქალაქის სიხარული. მშვიდობა გვაქვს და ამ მშვიდობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ასეთი დღესასწაულები ჩავატაროთ. მე ჩემს შვილებთან ერთად, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, დავსეირნობთ.

კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ვისაც ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის მშვიდობა უნდა, სიყვარული უნდა. დედაქალაქი, ჩვენი თბილისი არის მეგობრობის, სიყვარულის, სიცოცხლის ქალაქი და სწორედ ამ სიხარულის მოზიარენი ვართ თითოეული ჩვენგანი", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა ცდილობს, რომ ბავშვებს, თავის მეგობრებს გაუზიაროს ამ ქალაქის ხიბლი, ამ ქალაქის სიხარული. მშვიდობა გვაქვს და ამ მშვიდობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ასეთი დღესასწაულები ჩავატაროთ. მე ჩემს შვილებთან ერთად, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, დავსეირნობთ. კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ვისაც ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის მშვიდობა უნდა, სიყვარული უნდა. დედაქალაქი, ჩვენი თბილისი არის მეგობრობის, სიყვარულის, სიცოცხლის ქალაქი და სწორედ ამ სიხარულის მოზიარენი ვართ თითოეული ჩვენგანი“
ირაკლი ზარქუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.