თბილისობა 3-4 ოქტომბერს, 5 ლოკაციაზე აღინიშნება
კახა კალაძემ განაცხადა, რომ წელს თბილისობის დღესასწაული 3-4 ოქტომბერს ქალაქის 5 ლოკაციაზე, მათ შორის რიყის პარკში, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, ლეღვთახევში, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე აღინიშნება, სადაც სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.

წელს თბილისობის დღესასწაული 3-4 ოქტომბერს, ქალაქის 5 ლოკაციაზე აღინიშნება. ამის შესახებ კახა კალაძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"წელს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდება. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო შესაბამისი დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტო ზონები, მოსასვენებელი სივრცეები და, რა თქმა უნდა, ასევე იქნება ღია კინოთეატრი, მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები, მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
დღის განმავლობაში ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები და ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებითა და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება." - განაცხადა ივანიშვილის მერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„წელს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს. ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდება. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო შესაბამისი დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტო ზონები, მოსასვენებელი სივრცეები და, რა თქმა უნდა, ასევე იქნება ღია კინოთეატრი, მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები, მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია. დღის განმავლობაში ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები და ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებითა და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.