გია ხუხაშვილი: მე იმას კი არ ვნანობ, რომ მონაწილეობა მივიღე მიშას რეჟიმის შეცვლაში, არამედ იმას, რომ ამის შემდეგ ბიძინას მივეცი ასე გაჯეჯილების საშუალება…
ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა იმაზე მსჯელობა, რომ 2012 წელს ქართული ოცნების ამომრჩეველი ან ბრიყვი იყო, ან ნაყიდი.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა იმაზე მსჯელობა, რომ 2012 წელს ქართული ოცნების ამომრჩეველი ან ბრიყვი იყო, ან ნაყიდი. საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირება - “ჩვენ მაშინვე ვხვდებოდით და თქვენ ვერა”… და ა.შ. ნუ, ჩემზე და ჩემისთანებზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, პირდაპირ სვამენ “უმკაცრეს” დიაგნოზებს…. სინამდვილეში საქმე ძალიან მარტივად არის - როდესაც ხედავ, რომ ვიღაცა ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, იბრძვი მის შესაცვლელად ყველა შენს ხელთ არსებული ინსტრუმენტით და არ ფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა უარესი მიიღო. ასე იყო მაშინაც, ასეა დღესაც. მაშინაც შესაცვლელი იყო და ახლაც. მე იმას კი არ ვნანობ, რომ მონაწილეობა მივიღე მიშას რეჟიმის შეცვლაში, არამედ იმას, რომ ამის შემდეგ ბიძინას მივეცი ასე გაჯეჯილების საშუალება…
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.