ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,თუ გავყვებით მიმდინარე პროცესის ლოგიკას, კიდევ უფრო მძიმე სურათს დავინახავთ“ – გია ხუხაშვილი

ქართული ოცნება

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პარტიების გაუქმების მცდელობით „ქართული ოცნება“ მტრად დასავლეთს განიხილავს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

,,თუ გავყვებით მიმდინარე პროცესის ლოგიკას, კიდევ უფრო მძიმე სურათს დავინახავთ“ – გია ხუხაშვილი
,,თუ გავყვებით მიმდინარე პროცესის ლოგიკას, კიდევ უფრო მძიმე სურათს დავინახავთ“ – გია ხუხაშვილიალია

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

,,თუ გავყვებით მიმდინარე პროცესის ლოგიკას, კიდევ უფრო მძიმე სურათს დავინახავთ:

ქართული ოცნება პარტიების გაუქმების პროცესში ხშირად იყენებს უკრაინის და მოლდოვის მაგალითებს და მათ ფაქტიურად პრეცედენტის სტატუსს ანიჭებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ უკრაინაში პარტიების გაუქმება უკავშირდებოდა მტრის, აგრესორის, ოკუპანტის ინტერსების გატარებას. იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვაზე.

თუ ხელისუფლება ამ პრეცედენტის საფუძველზე მოქმედებს და ესეც არის, რადგან მათ რიტორიკაში ამ პარტიების მისამართით მუდმივად ისმის “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი”, გამოდის რომ ქართული ოცნება მტრად განიხილავს ევროპას და მთლიანად დასავლეთს.

ვითარებას აბსურდულობას მატებს ის, რომ მათივე მიღებულ კონსტიტუციაში არსებობს 78 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია დასავლური, ევროპული კურსი, ანუ მათივე გაგებით კოლაბორაციონალიზმი.

ჩამოყალიბდით ბატონებო – თუ კოლაბორაციონიზმი გაქვთ დაკანონებული, ეს დანაშაულია, ისევე როგორც დანაშაულია კონსტიტუციის დარღვევით მოქმედება, თუ განვითარების ვექტორის საბოტირებას ეწევით თქვენი მოქმედებებით.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ხელისუფლება რეალურად პარტიებს კი არ აუქმებს…” – გია ხუხაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები