კახა კალაძე - ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, რადგან გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო - ბევრმა აღიარა დანაშაული
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ევროპისგან 4 ოქტომბრის მოვლენებზე რეაგირებას არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს პროცესი გარედან მართული სცენარი იყო. მან ასევე კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის წერილზე და ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის და პრეზიდენტის სასახლის ღობის გარღვევის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც 2025 წლის 4 ოქტომბერს გამოეხმაურა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი გარედან მართული პროცესი იყო.
„ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო. გარედან იმართებოდა აღნიშნული პროცესი. თუ გავიხსენებთ, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, და არც მაშინ არავის არ მოსმენია ერთი განცხადებაც კი, რომ ვინმეს აღნიშნული დაეგმო. არც მერე, როდესაც სცადეს სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი. თქვენ გახსოვთ, პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაანგრიეს, ცდილობდნენ თვითონ ადმინისტრაციაში შეჭრილიყვნენ, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს მაღალკვალიფიციურად, გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები და რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც არის და პასუხისმგებლობაში არის მიცემული. ბევრმა აღიარა დანაშაული და ეს ადამიანები, დღეის მდგომარეობით, ვინც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ აღიარა, გათავისუფლებულები არიან“, - განაცხადა კალაძემ.
ასევე, ჟურნალისტების კითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით კახა კალაძემ უპასუხა:
„როგორ შეიძლება ბატონ პაატა ბურჭულაძეს სერიოზულად ვუპასუხო, მისი ქმედებები ცნობილია, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებდა“.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა "რუსთაველის გამზირმა" საპროტესტო აქცია - "სახალხო კრება" დაგეგმა. მოქალაქეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მიმართა შეკრებულებს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. რამდენიმე ადამიანმა ათონელის სასახლის ეზოს ჯებირიც გაარღვია. დააკავეს პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ასევე, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით აქტივისტი.
ციტატები სტატიიდან
„ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო. გარედან იმართებოდა აღნიშნული პროცესი. თუ გავიხსენებთ, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, და არც მაშინ არავის არ მოსმენია ერთი განცხადებაც კი, რომ ვინმეს აღნიშნული დაეგმო. არც მერე, როდესაც სცადეს სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი. თქვენ გახსოვთ, პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაანგრიეს, ცდილობდნენ თვითონ ადმინისტრაციაში შეჭრილიყვნენ, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს მაღალკვალიფიციურად, გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები და რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც არის და პასუხისმგებლობაში არის მიცემული. ბევრმა აღიარა დანაშაული და ეს ადამიანები, დღეის მდგომარეობით, ვინც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ აღიარა, გათავისუფლებულები არიან“
„როგორ შეიძლება ბატონ პაატა ბურჭულაძეს სერიოზულად ვუპასუხო, მისი ქმედებები ცნობილია, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებდა“
„დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.