პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედაქალაქში "თბილისობასთან" დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს

თბილისში ტრადიციული დღესასწაული „თბილისობა“ მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები ქალაქის ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობს და მოიცავს კულტურულ, გასართობ, სპორტულ და გასტრონომიულ აქტივობებს, ასევე 4 ოქტომბერს დაგეგმილია თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

დედაქალაქში "თბილისობასთან" დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს
რუსთავი 2

დედაქალაქი ტრადიციულ დღესასწაულს - "თბილისობას" მასშტაბურად აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება.

რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლებობს.

ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები ხვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.

ამასთან, დღის განმავლობაში იმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. სადღესასწაულო პროგრამა მოიცავს მუსიკალურ საღამოებს და თეატრალიზებულ წარმოდგენებს.

4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 7ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო"თბილისობა" - დღეს დედაქალაქის მთავარი დღესასწაულია
  2. POSTVსამთავრობოდღეს თბილისობაა - დღესასწაული დედაქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება • POSTV
  3. TV პირველიოპოზიციურიდღეს "თბილისობაა" - დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს
  4. პირველი არხისამთავრობოდედაქალაქში „თბილისობა 2026“ აღინიშნება
  5. რუსთავი 2სამთავრობო"ყველა სივრცეს აერთიანებს გასტრონომიული და მუსიკალური ნაწილი, ასევე, საბავშვო გასართობი აქტივობები" - თბილისობის სახალხო დღესასწაული დედაქალაქის 5 ლოკაციაზე მასშტაბურად აღინიშნება
  6. რუსთავი 2სამთავრობო"თბილისობის" დღესასწაულს დედაქალაქი 5 ლოკაციაზე მასშტაბურად ზეიმობს - მოწყობილია გასართობი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები
  7. იმედინიუსისამთავრობოდედაქალაქში „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს
  8. იმედინიუსისამთავრობოთბილისობა 2026 - რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის მერია „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებათა პროგრამას აქვეყნებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები