დედაქალაქში „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს
თბილისში ტრადიციული დღესასწაული „თბილისობა“ მასშტაბურად მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ხუთ ადგილას, მათ შორის რიყის პარკში, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, ლეღვთახევში, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე იმართება. ადგილზე წარმოდგენილია კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, ასევე გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

დედაქალაქი ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობას“ მასშტაბურად აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ხუთ ადგილას აღინიშნება.
რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, სტუმრებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლებობს.
ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები ხვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად, განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
ამასთან, დღის განმავლობაში იმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. სადღესასწაულო პროგრამა მოიცავს მუსიკალურ საღამოებს და თეატრალიზებულ წარმოდგენებს.
4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.