კობახიძე: თებერვლიდან მოყოლებული, ფასების ზრდის მაჩვენებელი თითქმის 0-ზეა გასწორებული
არტიკლში საუბარია ინფლაციის მაჩვენებლებზე, ფასების ზრდისა და სურსათზე ფასების რეგულირების პროცესზე. აღნიშნულია, რომ შარშანდელი 8%-იანი ინფლაციის შემდეგ, თებერვლიდან მოყოლებული ფასების ზრდის მაჩვენებელი თითქმის 0-ზეა გასწორებული.

დაახლოებით 8%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი იყო შარშან. 8%-იანი ინფლაცია არის საკმაოდ დიდი, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ხელფასის საშუალო მატებამ გადაასწრო ფასების მატებას, ამის მიუხედავად ადამიანებისთვის ტვირთად იქცა დამატებით საშუალო 8%, რომელსაც ისინი იხდიდნენ გასული წლის განმავლობაში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში.
საბოლოო ჯამში, იმ პროცესმა, რომელიც დავიწყეთ, ეს პროცესიც თავის ტკივილი იყო, როდესაც ფასებს ეხები, ურთულეს პრობლემას ეჯახები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ზოგადად, ეკონომიკურად ასეა, რომ ფასები ყოველ წელს იზრდება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფასები მცირდება. შეიძლება იყოს 1 წელი, მაქსიმუმ 2 წელი დეფლაცია, სხვა შემთხვევაში უკლებლივ ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ფასები იზრდება და ეკონომიკურად მიიჩნევა, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი ფასების ზრდის არის 3%, თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, ეს 3%-იც მტკივნეულია. ამიტომ, ხელისუფლება ეჯახება ისეთ პრობლემას, რომელიც პრინციპულ გადაწყვეტას არ ექვემდებარება.
არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად, საშუალოდ 2-3%-ით მაინც მინიმუმ არ იზრდება, პირიქით, 2-დან 3%-მდე ზრდა კონკრეტულად, მათ შორის სურსათზე და უალკოჰოლო პროდუქტებზე ითვლება, რომ არის ყველაზე ჯანსაღი ზრდა. 2%-ზე ნაკლები არაჯანსაღიც არის, არასასურველია. წარმოიდგინეთ, ასეთი პარადოქსული მოვლენაა, რომ წესით 2-3%-ით ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს სურსათზე ფასები, რაც მტკივნეულია საზოგადოებისთვის და შენ გამოდიხარ ამ დროს ინიციატივით, რომ მაქსიმალური საპირისპირო ზემოქმედება განახორციელო ფასებზე. [...]
თებერვლიდან მოყოლებული, ფასების ზრდის მაჩვენებელი თითქმის 0-ზეა გასწორებული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.