ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს აღარ აქვეყნებენ, ხოლო შეცვლილი ტენდენციები ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესების შედეგია.

რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნენ იანვრის ზრდას, როდესაც ეს იყო იანვრის იანვართან შედარება და ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს 1 თვეში გაიზარდა 10-12 %-ით ფასები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, შეცვლილი ტენდენციები ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესების შედეგია.
"იანვარშიც ჩვენ გვქონდა მაღალი ზრდა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით. იყო 2.3 % სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია. შეგიძლიათ, ნახოთ თებერვლიდან მონაცემები - არის ინფლაცია, თუ დეფლაცია და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ დანარჩენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ საერთო მონაცემები. აიღოთ ერთი კალათი და მეორე კალათი და ნახავთ, როგორია ეს მონაცემები. იანვარში ჯერ კიდევ იყო მაღალი ინფლაცია 2.3 % წინა თვესთან შედარებით, რაც ძალიან მაღალია. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ მონაცემები", - აღნიშნა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„იანვარშიც ჩვენ გვქონდა მაღალი ზრდა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით. იყო 2.3 % სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია. შეგიძლიათ, ნახოთ თებერვლიდან მონაცემები - არის ინფლაცია, თუ დეფლაცია და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ დანარჩენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ საერთო მონაცემები. აიღოთ ერთი კალათი და მეორე კალათი და ნახავთ, როგორია ეს მონაცემები. იანვარში ჯერ კიდევ იყო მაღალი ინფლაცია 2.3 % წინა თვესთან შედარებით, რაც ძალიან მაღალია. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ მონაცემები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.