პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს განცხადებები სპეკულაციაა, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

საქსტატი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოქტომბერში ფასების ზრდა არ დაფიქსირებულა, ხოლო საწვავზე აქციზის შემცირების მოთხოვნას მან სპეკულაცია უწოდა. ამ დროს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 5.9%-მდე დაჩქარდა, მათ შორის ტრანსპორტი 22%-ით, ხოლო სურსათი 3%-ით გაძვირდა.

ეს განცხადებები სპეკულაციაა, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე
BM.GE

ირაკლი კობახიძე ქვეყანაში პროდუქტებსა და საწვავზე ფასების მატებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვების პასუხად ამბობს, რომ ოქტომბერში, ოფიციალური მონაცემებით, ფასების ზრდა არ დაფიქსირებულა.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდის შესრულდება პროდუქტების გაიაფების შესახებ შარშანდელი დაპირება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა ფასების ზრდას ( მათ შორის სურსათსა და ხორცზე) ყოველდღიურად გრძნობს, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რომელიც წარმოადგენს სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებთან დაკავშირებით. საწვავზე ცალკე საკითხია, როგორც მოგეხსენებათ, გამომდინარე იქიდან რომ გლობალურად არის გაზრდილი საწვავზე ფასები. რაც შეეხება სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს, შეგიძლიათ ნახოთ თებერვლიდან მოყოლებული როგორია მაჩვენებლები და მერე შეგვიძლია ვისაუბროთ.“

რეპორტიორის შენიშვნაზე, რომ საქსტატის მონაცემებითაც ბოლო მონაცემებით ფასები გაიზარდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

„ ტყუილია. იმიტომ რომ ზუსტად ნულოვანი მაჩვენებელია დაფიქსირებული.“

ცნობისთვის, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში 22%-ით გაძვირებული ტრანსპორტის ჯგუფი, 3%-ით სურსათი, 10%-ით კომუნალურები და 8%-ით ჯანდაცვა. რაც შეეხება ინფლაციის ზოგად მაჩვენებელს, ის კიდევ უფრო დაჩქარდა 5.9% შეადგინა, განსაკუთრებულ წნეხს ინფლაციაზე ტრანსპორტის ჯგუფი ქმნის, რასაც ფასების ზრდას თავის მხრივ მკვეთრად გაძვირებული საწვავი იწვევს. ინფლაციის ზრდას შედარებით ანელებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის დაწყება

მედიამ პრემიერს ასევე ჰკითხა საწვავის გაძვირებასა და მასზე საგადასახადო ტვირთის (აქციზის) შესაძლო შემცირებაზე.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საწვავის ფასის მატება გლობალური პროცესია, ხოლო აქციზის შემცირებაზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა, რადგან აღნიშნული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის და ისევ საზოგადოებას უბრუნდება.

„ საწვავს რაც შეეხება, გლობალურად არის პრობლემა. რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება ფასებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არა აქვს გადასახადს. თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე აქციზთან დაკავშირებით.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურისაწვავზე აქციზის შემცირებაზე საუბარი სპეკულაციაა, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - კობახიძე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რომელიც წარმოადგენს სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებთან დაკავშირებით. საწვავზე ცალკე საკითხია, როგორც მოგეხსენებათ, გამომდინარე იქიდან რომ გლობალურად არის გაზრდილი საწვავზე ფასები. რაც შეეხება სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს, შეგიძლიათ ნახოთ თებერვლიდან მოყოლებული როგორია მაჩვენებლები და მერე შეგვიძლია ვისაუბროთ.“
„ტყუილია. იმიტომ რომ ზუსტად ნულოვანი მაჩვენებელია დაფიქსირებული.“
„საწვავს რაც შეეხება, გლობალურად არის პრობლემა. რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება ფასებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არა აქვს გადასახადს. თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე აქციზთან დაკავშირებით.“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნაკლები იყოს წნეხი ჩვენს საზოგადოებაზე ფასების კუთხით, მაგრამ არის რაღაც მოვლენები, განსაკუთრებით, საწვავი, რომლის ფასი ბევრ რამეზე მოქმედებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები