ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას

თავდაცვის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს იალღუჯის პრობლემა და თბილისსა და რუსთავს შორის სტუდენტური ქალაქი ააშენოს. მისი თქმით, მიწების გამოსყიდვა და რეგისტრაცია მიმდინარეობს, ფასები სამხარაულის ბიურომ განსაზღვრა და სახელმწიფოს ინტერესია თანამედროვე საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნა.

პრემიერი: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას
პრემიერი: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობასრუსთავი 2

ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში.

„ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა დაახლოებით ორი კვირის წინ, არის კონკრეტული ტიპის პრობლემები, მათ შორის არის თავდაცვის სამინისტროს გარკვეული ინტერესებიც, არის ტექნიკური საკითხები, რაც რეგისტრაციასთან, მონაცვლეობასთან ასევე არის დაკავშირებული. თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. მრავალი წელია ეს პრობლემა არ გადაიჭრა, გადაჭრა შესაძლებელია და მუშაობა გაგრძელდება. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა. რაც შეეხება სტუდქალაქს, სხვა ადგილი რეალურად არ არსებობს, რომელმაც შეიძლება უპასუხოს უნივერსიტეტის საჭიროებებს. ეს ადგილი მნიშვნელოვანია, იყოს სწორედ რომ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პირველ რიგში თვითონ უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრი ფაქტორს დაეფუძნა ჩვენი გადაწყვეტილება ამ ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიწების გამოსყიდვას, ეს იყო წლების მანძილზე მკვდარი რესურსი და სწორედ ამის გამო ვერაფერი ვითარდებოდა ამ ადგილას. მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანებისთვის რესურსების გაერთიანებაც იყო ძალიან რთული. რაც იყო პრაქტიკულად მკვდარი რესურსი, იმაში სახელმწიფო გეგმავს საკმაოდ დიდი თანხების გადახდას თითოეული მესაკუთრისთვის. თანხა არის თუ არა სწორად განსაზღვრული, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს თანხა განსაზღვრა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ. რაც არის სტანდარტული, სახელმწიფო სისტემაში არსებული პროცედურა, განისაზღვრა ფასები და ამ ფასების საფუძველზე დაიწყო მიწების გამოსყიდვა. ინტერესი არის სახელმწიფოებრივი. ჩვენ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვართ, რომ დავრჩეთ იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც დღეს არის, რომელიც ვერ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს. ამ დროს შესაძლებელია კონკრეტულ ადგილას აშენდეს ისეთი სტუდენტური ქალაქი, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად იქნება შესაბამისობაში თანამედროვე მოთხოვნებთან. თუმცა, ყველა საკითხზე შეიძლება მსჯელობა“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება მიწის რეგისტრაციას, მთავრობის მეთაურის განცხადებით, სადაც არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, პროცესის დაჩქარება შესაძლებელია.

„მიწის რეგისტრაციას რაც შეეხება, სადაც არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, შეგვიძლია ვნახოთ, ვუშუამდგომლებთ შესაბამის უწყებასთან და შეგვიძლია დავაჩქაროთ შესაბამისი პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა დაახლოებით ორი კვირის წინ, არის კონკრეტული ტიპის პრობლემები, მათ შორის არის თავდაცვის სამინისტროს გარკვეული ინტერესებიც, არის ტექნიკური საკითხები, რაც რეგისტრაციასთან, მონაცვლეობასთან ასევე არის დაკავშირებული. თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. მრავალი წელია ეს პრობლემა არ გადაიჭრა, გადაჭრა შესაძლებელია და მუშაობა გაგრძელდება. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა. რაც შეეხება სტუდქალაქს, სხვა ადგილი რეალურად არ არსებობს, რომელმაც შეიძლება უპასუხოს უნივერსიტეტის საჭიროებებს. ეს ადგილი მნიშვნელოვანია, იყოს სწორედ რომ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პირველ რიგში თვითონ უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრი ფაქტორს დაეფუძნა ჩვენი გადაწყვეტილება ამ ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიწების გამოსყიდვას, ეს იყო წლების მანძილზე მკვდარი რესურსი და სწორედ ამის გამო ვერაფერი ვითარდებოდა ამ ადგილას. მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანებისთვის რესურსების გაერთიანებაც იყო ძალიან რთული. რაც იყო პრაქტიკულად მკვდარი რესურსი, იმაში სახელმწიფო გეგმავს საკმაოდ დიდი თანხების გადახდას თითოეული მესაკუთრისთვის. თანხა არის თუ არა სწორად განსაზღვრული, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს თანხა განსაზღვრა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ. რაც არის სტანდარტული, სახელმწიფო სისტემაში არსებული პროცედურა, განისაზღვრა ფასები და ამ ფასების საფუძველზე დაიწყო მიწების გამოსყიდვა. ინტერესი არის სახელმწიფოებრივი. ჩვენ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვართ, რომ დავრჩეთ იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც დღეს არის, რომელიც ვერ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს. ამ დროს შესაძლებელია კონკრეტულ ადგილას აშენდეს ისეთი სტუდენტური ქალაქი, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად იქნება შესაბამისობაში თანამედროვე მოთხოვნებთან. თუმცა, ყველა საკითხზე შეიძლება მსჯელობა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.