პრემიერი: გვქონდა გამოწვევები, ვითარების გამოსასწორებლად ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოსასწორებლად ინსტიტუციური გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ შორის გაუქმდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ე.წ. „ესიდა“ და მისი ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროები ერთად, დაჩქარებული ტემპით უზრუნველყოფენ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას.

ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვითარების გამოსწორებისთვის მიღებულ იქნა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებები.
"იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ე.წ. „ესიდა“ შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენელობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული, გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია
- POSTVპრემიერი: “გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისათვის, რომ ვითარება
ციტატები სტატიიდან
„იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ე.წ. „ესიდა“ შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენელობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.