პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მარეგულირებელ ორგანოებს ონლაინ მასალების დაბლოკვის უფლებას სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე აძლევდა

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მარეგულირებლებს ონლაინ მასალების სასამართლოს გარეშე დაბლოკვის უფლებას აძლევდა, რადგან მისი თქმით, ჩნდება საფრთხე, რომ მოხელე ცენზორის როლს მოირგებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მარეგულირებელ ორგანოებს ონლაინ მასალების დაბლოკვის უფლებას სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე აძლევდა
იმედინიუსი

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მარეგულირებელ ორგანოებს ონლაინ მასალების დაბლოკვის უფლებას სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე აძლევდა.

საქმე ეხება უკანონო მასალებს, მათ შორის დანაშაულებრივი მუქარისა და ძალადობისკენ წაქეზების შემცველ პუბლიკაციებს.

კანონპროექტი პოლონეთის სეიმმა ოქტომბერში მიიღო. მისი მიხედვით, მარეგულირებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში იქნებოდა შესაძლებელი.

„კვლავ გაჩნდა საფრთხე, რომ თანამდებობის პირი ცენზორის როლს მოირგებს და თავად გადაწყვეტს, რა არის ინტერნეტსივრცეში დაშვებული და რა აკრძალული. თანამდებობის პირის კომპეტენციაში არ შედის იმის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული შინაარსის მასალა დანაშაულს. ეს სასამართლო ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი მოსამართლეების პრეროგატივაა. ამიტომ გადავწყვიტე ვეტო დავადო საკამათო კანონს ელექტრონული საშუალებებით მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის იმპლემენტაციას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ნავროცკიმ ვიდეომიმართვის დროს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვარშავაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული მარში სლოგანით „პოლონელი პოლონეთის პატრონია“ გაიმართა - ღონისძიებას პრეზიდენტი კაროლ ნავროცკიც შეუერთდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები