ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით, მინდა ყველას შევახსენო, რა მდგომარეობა იყო 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე - პატიმრები სასჯელს იხდიდნენ უმძიმეს პირობებში

ტელეიმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ციხეებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყალბი კამპანიაა აგორებული. მან გაიხსენა 2004-2012 წლების პერიოდი და აღნიშნა, რომ მაშინ პატიმრები უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ, ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ხოლო წლიური სიკვდილიანობა 130-140 პატიმარს აჭარბებდა, რაც დღევანდელ სტატისტიკასთან შედარებით ბევრად მაღალი იყო.

ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით, მინდა ყველას შევახსენო, რა მდგომარეობა იყო 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე - პატიმრები სასჯელს იხდიდნენ უმძიმეს პირობებში
ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით, მინდა ყველას შევახსენო, რა მდგომარეობა იყო 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე - პატიმრები სასჯელს იხდიდნენ უმძიმეს პირობებშიინტერპრესნიუსი

დღეს აქტუალური თემაა ციხეები და იცით, რომ აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე „პატიმრებს სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში უწევდათ და ამასთან ერთად მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა“.

„პირველ რიგში, მინდა ყველას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე. იყო გადავსებული ციხეები, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ინფრასტრუქტურაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და პატიმრებს უწევდათ სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში. ხშირად, ერთ საკანში, რომელიც მაგალითად 8 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, მოთავსებული იყო 40 და მეტი პატიმარი. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო, მორიგეობით უწევდათ ძილი პატიმრებს და ეს ყველაზე მსუბუქი პრობლემაა იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ხდებოდა. მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. პატიმრების რაოდენობა იყო 24 500 და ახლა იცით, რომ ორჯერ ნაკლებია. და ყველაფერზე მეტყველებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იყო 130-ზე და 140-ზე მეტი, წლის განმავლობაში. ბოლო დროის სტატისტიკა არის დაახლოებით 24-25 პატიმარი, რაც უკვე შესატყვისობაშია საერთაშორისო სტატისტიკასთან. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაზეა საუბარი. წლის განმავლობაში, 130-ზე და 140-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა, სწორედ ამ გაუსაძლისი პირობების გამო და პირველ რიგში - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი ციხეებში,"- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.