ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ციხეებთან დაკავშირებულ კამპანიას "აბსოლუტურად ყალბი" უწოდა და 2004-2012 წლების სასჯელაღსრულების სისტემა გაიხსენა, სადაც მისი თქმით წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური ხასიათის იყო. მან ასევე უარყო პატიმრების მიმართ ბოლო პერიოდში არსებული ძალადობისა და წამების ბრალდებები.

აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით – კობახიძე
აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით – კობახიძეტაბულა

ივანიშვილის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო დღეებში "აბოლუტურად ყალბი კამპანიაა ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით". მისი თქმით, სურს საზოგადეობას შეახსენოს რა ხდებობდა 2004-2012 წლებში. ამის შესახებ კობახიძემ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში ისაუბრა.

"პირველ რიგში, მინდა ყველას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე. იყო გადავსებული ციხეები, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ინფრასტრუქტურაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და პატიმრებს უწევდათ სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში. ხშირად, ერთ საკანში, რომელიც მაგალითად 8 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, მოთავსებული იყო 40 და მეტი პატიმარი. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო, მორიგეობით უწევდათ ძილი პატიმრებს და ეს ყველაზე მსუბუქი პრობლემაა იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ხდებოდა.

მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. პატიმრების რაოდენობა იყო 24 500 და ახლა იცით, რომ ორჯერ ნაკლებია. და ყველაფერზე მეტყველებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იყო 130-ზე და 140-ზე მეტი, წლის განმავლობაში. ბოლო დროის სტატისტიკა არის დაახლოებით 24-25 პატიმარი, რაც უკვე შესატყვისობაშია საერთაშორისო სტატისტიკასთან. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაზეა საუბარი. წლის განმავლობაში, 130-ზე და 140-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა, სწორედ ამ გაუსაძლისი პირობების გამო და პირველ რიგში - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი ციხეებში". - განაცხადა კობახიძემ.

მას დარბაზიდან ასევე კონკრეტულ შემთხვევებზე ჰკითხეს, მათ შორის, ალან ყაყიტაშვილისა და გიორგი დავითაძის საქმეებზე. კობახიძის განცხადებით, "არ არსებობს არცერთი მტკიცებულება", რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაადასტურებდა.

"მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება ყოფილიყო, შესაბამისი პირი თუ პირები აუცილებლად დაისჯებოდა. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არცერთი დადასტურებული ფაქტი, არცერთი, როცა მანამდე არსებობდა ასობთ და ათასობით ფაქტი.

თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე თუ არადამნაშავე ყველა იყო ყველაფრის ღირსი - ასეთი სტანდარტი არსებობდა. რატომ არ არის არცერთი დადგენილი ფაქტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, იმიტომ რომ ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებული, პროფესორი თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობის, ყველა ერთია და ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ესაა პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმ დროინდელ რეჟიმს შორის.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ პატიმარს, არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ესს კონკრეტული პატიმარი ხელისუფლებას და დადასტურდა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს ადამიანი საუბრობდა იყო ტყუილი. რაც შეეხება ამ ადამიანის პიროვნების წარმოჩენას, მე როგორც ვხვდები ეს მოჰყვა მისი ოჯახის წევრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან როდესაც ესროლა პოლიციელს, არაერთი ტყვია ესროლა და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი პასუხი". - ამბობს კობახიძე.

სამმართველოში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გარდაიცვალა - ჯგუფური ძალადობისთვის 3 პირი დააკავეს

მოვითხოვთ დაკითხვაში მონაწილეების პასუხისმგებლობას წამების მუხლით – NGO-ები ყაყიტაშვილზე

რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.

პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს

პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი

შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ არსებობს არცერთი მტკიცებულება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება ყოფილიყო, შესაბამისი პირი თუ პირები აუცილებლად დაისჯებოდა. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არცერთი დადასტურებული ფაქტი, არცერთი, როცა მანამდე არსებობდა ასობთ და ათასობით ფაქტი. თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე თუ არადამნაშავე ყველა იყო ყველაფრის ღირსი - ასეთი სტანდარტი არსებობდა. რატომ არ არის არცერთი დადგენილი ფაქტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, იმიტომ რომ ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებული, პროფესორი თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობის, ყველა ერთია და ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ესაა პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმ დროინდელ რეჟიმს შორის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პატიმარს, არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ესს კონკრეტული პატიმარი ხელისუფლებას და დადასტურდა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს ადამიანი საუბრობდა იყო ტყუილი. რაც შეეხება ამ ადამიანის პიროვნების წარმოჩენას, მე როგორც ვხვდები ეს მოჰყვა მისი ოჯახის წევრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან როდესაც ესროლა პოლიციელს, არაერთი ტყვია ესროლა და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი პასუხი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.