პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან შემოსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე, უპილოტო საფრენმა აპარატმა უკრაინიდან ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია და რამდენიმე წუთში ისევ უკრაინის მიმართულებით გაფრინდა.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან შემოსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
იმედინიუსი

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახური ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ იუწყება.

უწყების ცნობით, 15 ოქტომბერს, ღამის 01:43 საათზე, უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქის სოფელ გრადინიცას მიმართულებიდან შევიდა და სოფელ პურკარისკენ გადაადგილდებოდა.

01:51 საათზე დრონმა მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინის ოდესის ოლქის სოფელ სტაროკაზაჩიეს მიმართულებით განაგრძო მოძრაობა.

მოლდოვის ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახური კომპეტენტურ უწყებებსა და პარტნიორებთან კოორდინაციით ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს, აღნიშნულია მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოლდოვის ტერიტორიაზე სამი რაკეტა და ორი დრონი შეფრინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები