ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ხმის მიცემა დასრულებულია - საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველმა საკრებულოების მაჟორიტარი წევრები აირჩია

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში საკრებულოების მაჟორიტარი წევრების შუალედური არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი 21:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

ხმის მიცემა დასრულებულია - საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველმა საკრებულოების მაჟორიტარი წევრები აირჩია
ხმის მიცემა დასრულებულია - საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველმა საკრებულოების მაჟორიტარი წევრები აირჩიარუსთავი 2

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედურ არჩევნებზე, ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

დღეს ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით გაიმართა. ამომრჩეველმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხი მაჟორიტარი წევრი აირჩია.

უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.

დილიდან, ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში, შვიდი უბანი იყო გახსნილი, მათ შორის, ოთხი - წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობდა, ხოლო დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღის ბოლო ბრიფინგი ერთ საათში, 21:00 საათზეა ჩანიშნული.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.