ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ამიკრძალეს 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ დედასთან საუბარი, 28 სექტემბრიდან შიმშილობა დავიწყე - ელიზბარაშვილი

გლდანის ციხეში მყოფმა თამაზ ელიზბარაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ გამომძიებლის დადგენილებით ავადმყოფ, 84 წლის დედასთან სატელეფონო საუბარი აკრძალეს. ამ მოთხოვნით მან 28 სექტემბრიდან შიმშილობა დაიწყო და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრება.

ამიკრძალეს 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ დედასთან საუბარი, 28 სექტემბრიდან შიმშილობა დავიწყე - ელიზბარაშვილი
ამიკრძალეს 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ დედასთან საუბარი, 28 სექტემბრიდან შიმშილობა დავიწყე - ელიზბარაშვილიTV პირველი

თამაზ ელიზბარაშვილი ამ დრომდე ითხოვს სატელეფონო საუბარის უფლებას ლოგინად ავარდნილ დედასთან - გლდანის ციხიდან გავრცელებულ წერილში ცხოველთა უფლებადამცველი წერს, რომ მასზე მიზანმიმართული შურისძიებაა დაწყებული.

ბიზნესმენი, რომელიც ციხეში ოცნების მხარდამჭერებზე თავდასხმის ბრალდებით გაუშვეს, ამბობს, რომ ოჯახთან კონტაქტი აბსურდული მიზეზით აქვს შეწყვეტილი - შეზღუდვების საფუძვლად კი მას მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხეს უსახელებენ. ელიზბარაშვილი წერს, რომ 28 სექტმებერს მან ციხეში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილი დაიწყო, მაგრამ მისი მოთხოვნები მაინც არ არის შესრულებული.

"იძულებულს მხდიან სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება"

პენიტენციური კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბრალდებულს ციხეში ყოფნისას უფლება აქვს დედასთან სატელეფონო საუბრის. ამ მუხლის თანახმად ხსენებული უფლება ბრალდებულს, ანუ მე, შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. დიახ, მე თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებელმა 15 სექტემბრის დადგენილებით ამიკრძალეს 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი. დადგენილებაში, დედასთან სატელეფონო საუბრის აკრძალვის მიზანი სიტყვა-სიტყვით ჩაწერეს:

“სატელეფონო ზარის შეზღუდვის საფუძველი: მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხე”.

სინამდვილეში კი, დასანქიცრებული TV-იმედის შვიდი, პატარა, მშიშარა კაცუნის პატრონებმა ვერ აიტანეს ჩემი მხრიდან უკრაინის გმირი ხალხის აქტიური მხარდაჭერა და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლების ყოველდღიური გინება ჩემი ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან. შემიკერეს ცრუ ბრალი და გამომკეტეს გლდანის ციხეში. ნახეს, რომ ამით ვერ შემაშინეს და მოიფიქრეს საშინელი ვერაგობა, ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი, 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა.

ადვოკატმა მითხრა, დედას მიუწერია პროკურორისთვის, ჩემი შვილის ხმა გამაგონეთ ისე ნუ მომკლავთო.

32 დღეა, დედას ჩემი ხმა არ გაუგონია. პატიმრობის პირველივე დღიდან ვითხოვ ავადმყოფ დედასთან დარეკვას. 28 სექტემბრიდან შიმშილი დავიწყე ამ მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ამ პატარა , ბოროტ კაცუნებს ჩემი ავადმყოფი დედის წამება სიამოვნებთ, წამებით მიკლავენ დედას.

სხვა გზას აღარ მიტოვებენ, იძულებულს მხდიან სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება.

02.10.2026

გლდანის ციხე.

სამარტოვე საკანი N53

თამაზ ელიზბარაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იძულებულს მხდიან სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.