ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ხოშტარია: სისტემა კლავს, დარწმუნებული ვარ, პატიმარ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი... უნდა ვიმოქმედოთ

იუსტიციის სამინისტრო

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ხოშტარია დარწმუნებულია, რომ ძალადობა რეალურად განხორციელდა და სისტემას ადანაშაულებს. თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეომასალას და აცხადებს, რომ პატიმარი ტყუის.

ხოშტარია: სისტემა კლავს, დარწმუნებული ვარ, პატიმარ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი... უნდა ვიმოქმედოთ
ხოშტარია: სისტემა კლავს, დარწმუნებული ვარ, პატიმარ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი... უნდა ვიმოქმედოთTV პირველი

"სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს!" - ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ძალადობა.

"დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“ და მთლიანად სისტემა ივანიშვილის თაოსნობით - დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია"- წერს წერილში ელენე ხოშტარია.

სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ: 1. სპეციალურად ეფარებიან კამერას. 2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით. 3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს. 5. პირველად არ აკეთებენ!

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ. არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში.

ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდი პატიმარ დავითაძისა და მისი ოჯახის გვერდით იქნება ბოლომდე!

რუსთავის ქალთა ციხე

03/10/2026

რა მოხდა რუსთავის ციხეში:

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს!“
ელენე ხოშტარია
„დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“ და მთლიანად სისტემა ივანიშვილის თაოსნობით - დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.