დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებით „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირს ბრალი წარედგინება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის არის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი.
შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვა სისტემატურად აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“:
ფინანსური დავების განხილვა: ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ დავებს და ერთ-ერთ მხარეს თავიანთ ან მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ;
მუქარა და ზეწოლა: დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს:
კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები (რომლებითაც ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ);
ცეცხლსასროლი იარაღები;
ფული და ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლას აქტიურად განაგრძობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - შსს
- ფორმულაქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება
- ბათუმელები„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 80 პირი დააკავეს
- ტაბულაე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, კიდევ 14-ს ბრალი წარედგინება - შსს
- ალიაბოლო 24 საათის განმავლობაში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს
- რადიო თავისუფლება„დაკავებულია ე.წ.ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 80 ადამიანი“ - შსს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…